თავში

ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება იზეიმა

ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება იზეიმა
ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება იზეიმა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, აკი ბაშოს მე-8-ე საშეჯიბრო დღის მთავარ შეხვედრაში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი გაინულა.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე ქართველმა მებრძოლმა ტურნირის მთავარი ფავორიტი, ოძეკი ტაკაკეიშო დაამარცხა.

ქართველმა მარტივად მოუგო მეტოქეს და აკი ბაშოზე რიგით მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

ურთიერთშეხვედრებში ტაკაკეიშოს ტოჩინოშინთან 8:2-ზე ჰქონდა უპირატესობა.

ტოჩინოშინს 8 დღის შემდეგ 4 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. მომდევნო მეტოქე მე-9 საშეჯიბრო დღეს კიდევ ერთი ოძეკი ასანოიამა იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system