თავში

ტოკიოს ოლიმპიადაზე უცხოელი დელეგაციების რაოდენობა განახევრდება

ტოკიოს ოლიმპიადაზე უცხოელი დელეგაციების რაოდენობა განახევრდება
ტოკიოს ოლიმპიადაზე უცხოელი დელეგაციების რაოდენობა განახევრდება

იაპონიის მთავრობის განცხადებით, ტოკიოს ოლიმპიადაზე უცხოელი დელეგაციების რაოდენობა განახევრდება. ოლიმპიადაზე სტუმრების საერთო რაოდენობა, სპორტსმენების გამოკლებით, არაუმეტეს 78 ათასი ადამიანისა იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ Kyodo ავრცელებს.

ასეთი ზომების მიღება ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად განხორციელდება.

მანამდე ითვლებოდა, რომ დელეგაციის რაოდენობა დაახლოებით 180 ათასს ადამიანს შეადგენდა. გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ იაპონიის მთავრობა გეგმავს, ოლიმპიადის დროს სახელმწიფო მეთაურებისა და მინისტრების სპორტსმენებთან შეხვედრა აკრძალოს.

გარდა ამისა, ოლიმპიადის ორგანიზატორები ყველა ჩამოსულ სტუმარს ურჩევენ, უმოკლესი დროით დარჩნენ იაპონიაში, არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არ იმოგზაურონ ტოკიოს ფარგლებს გარეთ.

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიადა გასულ წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებები ერთი წლით გადაიდო. თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system