თავში

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები არ გადაიდება

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები არ გადაიდება
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები არ გადაიდება

იაპონიის საზაფხულო ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი 2021 წელს ოლიმპიადის გადადების საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ სეიკო ჰასიმოტომ განაცხადა. ინფორმაციას  Kyodo News ავრცელებს. მანმადე იაპონიის მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა ტოსიჰირო ნიკაიმ აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, შესაძლოა, ოლიმპიადა გადადებულიყო.

"ჩვენ გადადების ვარიანტს არ განვიხილავთ. კონცენტრირებულები ვართ უსაფრთხოების ზომებისა და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფაზე", -განაცხადა სეიკო ჰასიმოტომ.

საზაფხულო ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2020 წელს უნდა გამართულიო. კორონაპანდემიის გამო ის 2021 წლისთვის გადაიდო. ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე არის დაგეგმილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system