თავში

წალკაში ჭიდაობის ტურნირი გაიმართა

წალკაში ჭიდაობის ტურნირი გაიმართა
წალკაში ჭიდაობის ტურნირი გაიმართა

წალკის სპორტულ კომპლექსში ძიუდოსა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირის ფინალური ეტაპი და მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა. ორდღიანი ტურნირი 13 წონით კატეგორიაში ჩატარდა: ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედალოსნები 8, ხოლო ძიუდოში 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. შეჯიბრში 80 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა.,

ღონისძიება 2020 წლის „ევროპის სპორტის კვირეულის“ წინასწარი აქტივობების ფარგლებში გაიმართა.

ტურნირის ფინალურ ეტაპს და გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო, რომელმაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გადასცა ძიუდოს ტატამი და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი. ტურნირის ფინალურ ორთაბრძოლებს ასევე დაესწრო სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი და წალკის ვიცე-მერი ანზორ ხინიკაძე.

კვირეული ევროკომისიის ინიციატივით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით. საქართველოში ღონისძიების კოორდინატორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system