თავში

ცნობილი კალათბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა

ცნობილი კალათბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
ცნობილი კალათბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა

ვარჯიშისის დროს, გულის შეტევით "პარტიზანის" კალათბურთელი მაიკლ ოჯო გარდაიცვალა.

ნიგერიელმა, პროფესიონალური კარიერა სერბულ „რაბოტნიჩკიში“ დაიწყო, რის შემდეგაც „ცრვენა ზვეზდაში“ გადავიდა. 2019 წელს აფრიკელი სერბეთის ჩემპიონი გახდა, ერთი წლით ადრე კი ადრიატიკის ლიგა და სუპერთასი მოიგო.

ამ ზაფხულს 27 წლის ოჯო თავისუფალი აგენტი გახდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა „პარტიზანის“ დარბაზში. მედიკოსთა ცნობით საავადმყოფოში მიყვანისას მას სიცოცხლის ნიშანი აღარ ეტყობოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system