თავში

ცნობილია მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე ქართველ ფალავნთა სია

ცნობილია მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე ქართველ ფალავნთა სია
ცნობილია მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე ქართველ ფალავნთა სია

2-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდვეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ უკვე დაასახელა შემადგენლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსებას მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცავს.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს, 2 ოქტომბერს მედლებისთვის ბრძოლას 61, 74, 86 და 125 კგ. წონით კატეგორიებში მოასპარეზე ფალავნები დაიწყებენ.

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ. გოგა ძიგუა (სამტრედია)

61 კგ. ბექა ლომთაძე (ქუთაისი)

65 კგ. ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)

70 კგ. ზურაბ იაკობიშვილი (თბილისი)

74 კგ. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)

79 კგ. ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)

86 კგ. სანდრო ამინაშვილი (თბილისი)

92 კგ. ირაკლი მწითური (თბილისი)

97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)

125 კგ. გენო პეტრიაშვილი (გორი)

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system