თავში

ცნობილია სტადიონები, სადაც რუმინეთი და საქართველო ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ

ცნობილია სტადიონები, სადაც რუმინეთი და საქართველო ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ცნობილია სტადიონები, სადაც რუმინეთი და საქართველო ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ

უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება ცნობილია – რუმინეთი და საქართველო 2023 წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. დასკვნით ტურნირზე 16 გუნდი ითამაშებს.

თამაშები გაიმართება რუმინეთის ორ და საქართველოს სამ ქალაქში. რუმინეთში კლუჟ-ნაპოკაში და ბუქარესტში, ხოლო საქართველოში – თბილისში, ბათუმსა და ფოთში.

ცნობილია ყველა ის სტადიონი რუმინეთსა და საქართველოში, სადაც ევროპის ჩემპიონატის თამაშები გაიმართება – აქვე მითითებულია ამ არენების ტევადობა.

რუმინეთი

ეროვნული არენა (ბუქარესტი) 54,028

სტიაუას სტადიონი (ბუქარესტი) 31,254

კლუჟ-არენა (კლუჟ-ნაპოკა) 30,201

კონსტანტინე რადლესკუ არენა (კლუჟ-ნაპოკა) 23, 500

საქართველო

დინამო არენა (თბილისი) – 54,202

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი (თბილისი) – 25,154

ბათუმის სტადიონი (ბათუმი) – 20,383

ფაზისის სტადიონი (ფოთი) – 8,200

გახსნის მატჩი გაიმართება რუმინეთში, ხოლო ფინალი საქართველოში, ბათუმის ახალ არენაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system