თავში

"თუ ეს ტაისონ ფიური იქნება, იყოს ტაისონ ფიური" - ჯოშუა საოცარი ნოკაუტის შემდეგ - VIDEO

"თუ ეს ტაისონ ფიური იქნება, იყოს ტაისონ ფიური" -
თუ ეს ტაისონ ფიური იქნება, იყოს ტაისონ ფიური - ჯოშუა საოცარი ნოკაუტის შემდეგ - VIDEO

ბრიტანელმა ჩემპიონა ენტონი ჯოშუამ 39 წლის ბულგარელი, კუბრატ პულევი მე-9 რაუნდში ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა.

ბრიტანელი მძიმეწონოსანი ბრძოლას კარგად აკონტროლებდა და მე-9 რაუნდში მოწინააღმდეგე რამდენიმე მძიმე აპერკოტის შემდეგ მარტივად გაგზავნა ნოკაუტში.

აღსანიშნავია, რომ ორთაბრძოლის შემდეგ ჯოშუამ დაუმარცხებელ ჩემპიონ ტაისონ ფიურისთან ბრძოლის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

"2013 წლის შემდგომ, რაც ამ სპორტში ვარ, ყველა ქამრისთვის ვიბრძვი. რა თქმა უნდა, გამოწვევა მსურს, ეს არა მოწინააღმდეგეს, არამედ ქამრებს ეხება. ვისაც კი აქვს ქამარი, ყველასთან ვიბრძოლებ. თუ ეს ტაისონ ფიური იქნება, იყოს ტაისონ ფიური", - განაცხადა ჯოშუამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system