თავში

თუ გტკივათ რაგბი - გამოდით! - აბუსერიძის მიმართვა

თუ გტკივათ რაგბი - გამოდით! - აბუსერიძის მიმართვა
თუ გტკივათ რაგბი - გამოდით! - აბუსერიძის მიმართვა

რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ვეტერან მორაგბეებსა და გულშემატკივარს ოთხშაბათს, დიდუბის საგამოფენო პავილიონთან შეკრებისკენ მოუწოდებს. 

"ოთხშაბათს, ტყემალაძის დაცვა, 3 სარაგბო კლუბის მაგივრად მისცემს ხმას არჩევნებზე! სულში გვაფურთხებენ! მშენებლის დაცვა, 3 სარაგბო კლუბის ნაცვლად დასვამს ხელმოწერას და ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს! თუ გიყვართ რაგბი, გტკივათ რაგბი, ერთხელ მაინც დაგიკრავთ ტაში ბორჯღალოსნებისთვის, თავად ხართ მორაგბე, გულშემატკივარი თუ უბრალოდ მოქალაქე ვისაც ქართული სარაგბო წარმატებით ერთხელ მაინც უამაყია - გამოდით! გამოდით და გვერდზე დაგვიდექით სანამ რაგბის მომავლის კარი საბოლოოდ ამოგვიშენეს! ეს არ არის მოწოდება, ეს არის ჩემი, მორაგბე ირაკლი აბუსერიძეს და ჩემი თანამებრძოლი მორაგბეების თხოვნა. ჩვენ მთელი ცხოვრება შევწირეთ ქართულ რაგბს და ქართველ გულშემატკივარს და ახლა, ამ გადამწყვეტ შერკინებაში, გადამწყვეტი გამარჯვებისთვის, ყველაზე მეტად თქვენი ძალა გვჭირდება! ვისაც მოგწვდათ ჩვენი ხმა, ოთხშაბათს, 10 მარტს, 12 საათზე, დიდუბის გამოფენასთან შეგხვდებით. წარმატების ერთადერთი გზა თავისუფლებაა და თავისუფლება რაგბის ხვედრია!" - წერს აბუსერიძე.

ცნობისთვის, ხვალ პარიზში საქართველოს ნაკრების მოქმედი და ვეტერანი მორაგბეები საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ. 10 მარტს ჩანიშნულ არჩევნებთან დაკავშირებით დღეს ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა პრესკონფერენცია გამართეს.

შეგახსენებთ, რაგბის კავშირის პრეზიდენტი 30 დეკემბერს აირჩიეს, ერთერთი კანდიდატის ბაჩო ხურციძის წერილის საფუძველზე კი საჯარო რეესტრმა აბუსერიძე არ დაარეგისტრირა და ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მისცა. რეესტრმა აბუსერიძის კანდიდატურა მეორედაც დაახარვეზა. 19 თებერვალს კი რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system