თავში

თურქული გამოცემის მტკიცებით ნიკა ნინუა "ბეშიქთაშის" ფეხბურთელია

თურქული გამოცემის მტკიცებით ნიკა ნინუა "ბეშიქთაშის" ფეხბურთელია
თურქული გამოცემის მტკიცებით ნიკა ნინუა ბეშიქთაშის ფეხბურთელია

ქართველი ფეხბურთელი ნიკა ნინუა "ბეშიქთაშის" ფეხბურთელია. ამის შესახებ თურქული გამოცემა „მილიეთი“ წერს. პორტალის მტკიცებით თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე თურქული გრანდის წევრია და მხარეებმა ერთმანეთს ხელი უკვე ჩამოართვეს.

"მილიეთის" ვარაუდით, ის რომ თბილისის "დინამოს" უკანასკნელ მატჩებში ნინუა შემადგენლობაში აღარ ჩანს, სწორედ ნინუას ახალ კლუბში გადასვლაზე მეტყველებს. 

„ქართულ ფრონტზე, როგორც ჩანს, ეს ტრანსფერი დასრულებულია. 21 წლის მოთამაშე თბილისის „დინამოში“ აღარ ჩნდება იმის მიუხედავად, რომ თბილისის „დინამოს“ კაპიტანია. ნინუა უკვე მესამე შეხვედრაში არ მონაწილეობს. სავარაუდოა, რომ ფეხბურთელი „ბეშიქთაშში” გადასვლის გამო არ თამაშობდა“. - წერს თურქული გამოცემა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system