თავში

UEFA-მ რუხის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სტატია გამოაქვეყნა

UEFA-მ რუხის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სტატია გამოაქვეყნა
UEFA-მ რუხის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სტატია გამოაქვეყნა

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (UEFA) ოფიციალურ ვებ-გვერდზე ზუგდიდის სოფელ რუხში გახსნილი საფეხბურთო აკადემიის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

"ახალგაზრდა ფეხბურთელები აკადემიაში სრულიად უფასოდ ცხოვრობენ და საფეხბურთო და ზოგად განათლებას იღებენ. სფფ-ის საფეხბურთო აკადემიები უკვე ფუნქციონირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში, ლაგოდეხსა და რუსთავში. ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. რუხის აკადემია უეფა-ს პროგრამა „ჰეტ-ტრიკით“ დაფინანსებული პროექტების მხოლოდ ერთი მაგალითია. აღნიშნული პროგრამით უეფა ევროპის ჩემპიონატიდან მიღებულ შემოსავალს კვლავ ფეხბურთის განვითარებაში აბანდებს", - ნათქვამია სტატიაში. 

UEFA აღნიშნავს, რომ პროექტის მიხედვით, ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყო ტრიბუნები და აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი. საცხოვრებელ კორპუსში ფუნქციონირებს სასადილო, სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები, სამრეცხაო, მსაჯისა და სამედიცინო ოთახები. ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუხის საფეხბურთო აკადემიაში ამჟამად 2006 - 2007 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ემზადება, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში სელექციის საფუძველზე შეირჩნენ. ახალი სასწავლო წლიდან კი 40-მდე ფეხბურთელის მიღება იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system