
UFC-ს ხელმძღვანელობამ სამი უახლოესი ტურნირის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის გამო 21 მარტის, 28 მარტის და 4 აპრილის ღონისძიებები აღარ ჩატარდება. რაც შეეხება წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საშეჯიბრო დღეს, რომელშიც ერთმანეთს ტონი ფერგიუსონი და მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი დაუპირისპირდებიან, დათქმულ დროს შედგება.