თავში

უგანდელმა სპორტსმენმა სპრინტში მსოფლიო რეკორდი მოხსნა

უგანდელმა სპორტსმენმა სპრინტში მსოფლიო რეკორდი მოხსნა
უგანდელმა სპორტსმენმა სპრინტში მსოფლიო რეკორდი მოხსნა

უგანდელმა სპორტსმენმა ჯოშუა ჩეპტეგეიმ 5-კილომეტრიან დისტანციაზე გარბენით მსოფლიო რეკორდი მოხსნა. მან მანძილი 12 წუთსა და 51 წამში დაფარა და 27 წამით გააუმჯობესა კენიელი რონექს კიპრუტოს შედეგი, რომელიც ამ უკანასკნელმა გასულ თვეში დააფიქსირა. 

"საოცარი შეგრძნებაა. ვფიქრობდი, რომ დისტანციას დაახლოებით 13 წუთში დავფარავდი. მახარებს, რომ საკუთარ მოლოდინზე უკეთესი შედეგი დავაფიქსირე. წლევანდელი სეზონის მნიშვნელოვანი დასაწყისია", - განაცხადა 23 წლის სპორტსმენმა. 

მონაკოში გამართულ სპრინტის შეჯიბრზე მეორე ადგილი ფრანგმა ჯიმი გრესირმა მოიპოვა. მან 5 კილომეტრი 13 წუთსა და 18 წამში გაირბინა. ამით, ევროპის რეკორდი მოხსნა, 1 წამით აჯობა რა ჯულიენ ვონდერსის შედეგს, რომელიც გასულ წელს დაფიქსირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system