თავში

უხუცეს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს რაფაელ ჩიმიშკიანს ეროვნული ბანკის ახალი საკოლექციო მონეტა გადაეცა

უხუცეს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს რაფაელ ჩიმიშკიან
უხუცეს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს რაფაელ ჩიმიშკიანს ეროვნული ბანკის ახალი საკოლექციო მონეტა გადაეცა

დღეს კობა გვენეტაძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტებს ელგუჯა ბერიშვილსა და ნინო სალუქვაძეს, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს სოსო გიორგაძეს და სპორტის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი დოლაბერიძეს და საქართველოდან პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს ძალოსნობაში რაფაელ ჩიმიშკიანს უმასპინძლა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სტუმრებს ახალი საკოლექციო მონეტა გადასცა, რომელიც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნა. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გასულ წელს ტოკიოში უნდა გამართულიყო. თუმცა, მსოფლიოში პანდემიით (Covid-19) გამოწვეული ვითარების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური თამაშების 2021 წლის ზაფხულში გადატანა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სახელწოდება - "ტოკიო 2020" უცვლელი დარჩა

"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მონეტის შექმნის პროცესში გაწეული დახმარებისათვის. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ვუმასპინძლო ლეგენდარულ ძალოსანს, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონს, რაფაელ ჩიმიშკიანს. იგი დასახელებულია საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ძალოსნად", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system