თავში

უმაღლესი ლიგის ისტორიაში პირველად, ფეხბურთის მატჩს ქალი მსაჯები გაუძღვებიან

უმაღლესი ლიგის ისტორიაში პირველად, ფეხბურთის მატჩს ქალი
უმაღლესი ლიგის ისტორიაში პირველად, ფეხბურთის მატჩს ქალი მსაჯები გაუძღვებიან

ეროვნული ლიგის ბოლო, მე-18 ტურის შეხვედრა „საბურთალოსა“ და „სამტრედიას“ შორის გამორჩეული იქნება. უმაღლესი ლიგის ისტორიაში პირველად ქალი მსაჯები გაუძღვებიან. მთავარ არბიტრ ხათუნა მაისურაძეს ასისტენტობას ქეთევან გაიპარაშვილი და სოფო რიჟამაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კი ვიკა სახურია იქნება. ამის შესახებ "ფეისბუქში" კლუბი "საბურთალო" წერს. 

საბურთალოსა და სამტრედიას დაპირისპირება დღეს, 10 დეკემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე, 12:30 საათზე დაიწყება.

ამასთან, პირველად ქალმა მსაჯმა, ქეთევან გაიპარაშვილმა, 2020 წლის სუპერთასის მატჩი სწორედ საბურთალოს მონაწილეობით იმსაჯა. აღნიშნული მატჩი საბურთალომ მოიგო და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system