თავში

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ
უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფირკაში 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე სათამაშოდ გაემგზავრნენ. რაგბის ფედერაციაში აცხადებენ, რომ კოვიდ-პანდემიის გამო 2019 წლის შემდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი არ ჩატარებულა, შესაბამისად ორი წელიწადის განმავლობაში ახალგაზრდებს არსად უთამაშიათ. 2022 წელს დაგეგმილ ჩემპიონატამდე საერთაშორისო გასვლა მათთვის ძალების აღდგენისა და ფორმაში ჩადგომის მიზანს ისახავს. 

პირველი ასეთი საერთაშორისო ტურნირი სტელენბოშში 18 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება. მასში ოთხი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას და თითოეულ მათგანს ოთხი თამაშის გამართვა მოუწევს. 

უმცროსი ბორჯღალოსნები 18 ივნისს არგენტინას ეთამაშებიან, 23-ში ურუგვაის, 28-ში კი მასპინძელ სამხრეთ აფრიკას. მეოთხე შეხვედრა 3 ივლისს გაიმართება და მეტოქე წინა სამი თამაშის შედეგების მიხედვით გაირკვევა. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ფინალში შეხვდებიან, მესამეადგილოსანი კი მეოთხეს ეთამაშება.

"ჩვენი მიდგომაა, რომ როდესაც მოთამაშეები ერთ დონეზე არიან, აქცენტი ერთი წლით უმცროსებზე გავაკეთოთ, რადგან მათ კიდევ ერთი 20-წლამდელთა ჩემპიონატი ელით და გამოცდილებას იღებენ. ყველანი ძალიან მონდომებულები არიან და მოუთმენლად ველით ტურნირის დაწყებას. მწვრთნელებს გვაინტერესებს ვნახოთ, პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ სად არის საერთაშორისო რაგბი და სად ვართ ჩვენ, გაიზარდა თუ არა სხვაობა დონეებს შორის, ეს ტურნირი ამის დასანახად საუკეთესო საშუალებაა", - განაცხადა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system