თავში

ვაკო ყაზაიშვილის მორიგი აღიარება MLS-ში

ვაკო ყაზაიშვილის მორიგი აღიარება MLS-ში
ვაკო ყაზაიშვილის მორიგი აღიარება MLS-ში

ამერიკის მთავარი საფეხბურთო ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა, ლიგის ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სასიხარულოა, რომ 12 საუკეთესო ტექნიკურ მოთამაშეთა რიცხვში, საქართველოს ნაკრებისა და სან ხოსე "ერსქუექსის" შემტევი, ვაკო ყაზაიშვილი მოხვდა. 

"შეიძლება რაღაც სწორად ვერ გაიგეთ: გასულ სეზონში "სან ხოსეს" მოქნილი თავდამსხმელი ლიგას დრიბლინგებით ლიდერობდა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადგილზე გასულ კარლოს ველასთან შედარებით 800 წუთით ნაკლები ითამაშა. ამ ფაქტისა და ძალიან კარგი დარტყმის მიუხედავად, რატომღაც, ქართველ ფეხბურთელს ხშირად აიგნორებენ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელებზე საუბრისას."- წერს საიტი ქართველი მოთამაშის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system