თავში

ვამაყობთ და გილოცავთ - კალაძე

ვამაყობთ და გილოცავთ - კალაძე
ვამაყობთ და გილოცავთ - კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ქართველ ძიუდოისტს, გურამ თუშიშვილს ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავს:

"კიდევ ერთი ვერცხლი. თუშა, ვამაყობთ და გილოცავთ!" - წერს დედაქალაქის მერი. 

ცნობისთვის, ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირზე მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიგო.

ფინალში ის ჩეხ კრპალეკს შეხვდა, რომელმაც ქართველი შებოჭვით დაამარცხა.

შეგახსენებთ, ნახევარფინალში  ქართველი მძიმეწონოსანი რუს ტამირლან ბაშაევთს შეხვდა და მოწინააღმდეგეს ორი ვაზარით აჯობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system