თავში

ვარლამ ლიპარტელიანი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია

ვარლამ ლიპარტელიანი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია
ვარლამ ლიპარტელიანი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია

ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერაში მესამედ მოიგო ძიუდოს მსოფლიო მასტერსი.

100 კგ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმხან კოცოევს სძლია და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

ცნობისთვის, პირველი ოქრო ნაკრებს გუშინ, 12 იანვარს, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ვერცხლის მედალი აიღო. ამავე წონაში ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ტურნირის პირველ დღეს 66 კგ-ში ბრინჯაოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მასტერსის ტურნირის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაოს მედალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system