თავში

ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 5 ოქრო მოიპოვეს - PHOTO

ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 5 ოქრო მოიპოვეს
ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 5 ოქრო მოიპოვეს - PHOTO

ლისაბონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის, საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მსოფლიო ჩემპიონი მეხუთედ გახდა ალექსი დავითაშვილი, რომელმაც +100კგ წონით კატეგორიაში M4 ასაკის ძიუდოისტებს შორის გაიმარჯვა.

მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ აგრეთვე: პაატა ღვინიაშვილი (-90კგ, M1), მამუკა კურდღელაშვილი (-60კგ, M5), გიგლა ალიბეგაშვილი (-66კგ, M5) და ვასილ ბერუაშვილი (-66კგ, M2).

ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ იოსებ მარგველაშვილი (-90კგ, M3), ლევან გოგინაშვილი (+100კგ, M3) და გიორგი მოდებაძე (-100კგ, M2) .

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ელგუჯა გვასალია (-90კგ, M6), ნუგზარ კოჭლამაზაშვილი (-81კგ, M4) და ანზორ შეღვიაშვილი (+100კგ, M1).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system