თავში

ვლადიმირ ვაისი: საქართველოდან სუფთა სინდისით წამოვედი

ვლადიმირ ვაისი: საქართველოდან სუფთა სინდისით წამოვედი
ვლადიმირ ვაისი: საქართველოდან  სუფთა სინდისით წამოვედი

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა სლოვაკურ გამოცემა sport.sk-თან საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობა გამოწვევა იყო, განურჩევლად იმისა, თუ როგორ დასრულდა ეს – წარმატებით თუ არა. მიზნის მისაღწევად, ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა – ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წავაგეთ. თითქმის ხუთი წელი ვიმუშავე საქართველოს ნაკრებთან – ეს დიდი დროა როგორც სამწვრთნელო კარიერაში, ასევე ცხოვრებაში. მე და ჩემმა თანაშემწეებმა საქართველოს ნაკრები გამარჯვებულმა ვერ დავტოვეთ, მაგრამ სუფთა სინდისით წამოვედით და ვფიქრობ, რომ ჩვენი კვალი დავტოვეთ. ცხოვრება კი გრძელდება”, – განუცხადა ვაისმა გამოცემას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system