თავში

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 25:21 დამარცხდა

​საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 25:21 დამარცხდა

ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე მატჩში, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მასპინძლებთან 25:21 დამარცხდა.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, ვახტანგ მეიფარიანის თქმით, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ძლიერი გუნდია, რომელსაც ბოლო 8 წლის განმავლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები არ გამოუტოვებია.

„ამ დონის გუნდთან საქართველოს ნაკრებს არასოდეს უთამაშია. კარგი შედეგი აჩვენა ჩვენმა კაპიტანმა და მეკარე შოთა თევზაძემ, რომელმაც 2 შვიდმეტრიანი მოიგერია და რამდენიმეჯერ ერთი-ერთზე გავიდა“ - განაცხადა მან.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის მეორე მატჩი ხვალ გაიმართება. შეხვედრა ქალაქ სკოპიეში ბორის ტრაიკოვსკის სახელობის არენაზე შედგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system