თავში

დღეს YouTube-ს 15 წელი შეუსრულდა

დღეს YouTube-ს 15 წელი შეუსრულდა
დღეს YouTube-ს 15 წელი შეუსრულდა

15 წლის წინ სწორედ ამ დღეს, 15 თებერვალს ამერიკელმა სამმა სტუდენტმა ყველაზე პოპულარული ვიდეოების საიტი YouTube შექმნა.

ჯოუდ კარიმს, ჩედ ჰარლისა და სტივენ ჩენს საიტის შექმნის იდეა უფრო ადრე გაუჩნდათ, თუმცა დომეინი მხოლოდ 2005 წლის 15 თებერვალს დაარეგისტრირეს, ხოლო პირველი ვიდეო 23 აპრილს ატვირთეს.

სტუდენტებს ვიდეოჰოსტინგის შექმნის იდეა რიგით 38-ე სუპერ ბოულის მიმდინარეობისას გაუჩნდათ, რომლის დროსაც ჯანეტ ჯექსონს მკერდი გამოუჩნდა და მეორე დღეს ყველა მომხდარის ამსახველ ვიდეოს ეძებდა. სტუდენტებმა გადაწყვიტეს შეექმნათ საიტი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მსგავსი ვიდეოების განთავსება, რომელიც სასურველ დროს ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა.

დღესდღეობით, YouTube პოპულარობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ Google უსწრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system