თავში

ელექტრონული კანი ტკივილის შეგრძნებაზე დაპროგრამდება

ელექტრონული კანი ტკივილის შეგრძნებაზე დაპროგრამდება
ელექტრონული კანი ტკივილის შეგრძნებაზე დაპროგრამდება

ელექტრონული კანი, რომელიც თანამედროვე რობოტების დამზადებაში აქტიურად გამოიყენება, უკვე ახერხებს შეხების შეგრძნებას. თუმცა, ტექნოლოგები უფრო შორსაც მიდიან და მას ტკივილის შეგრძნებაზე აპროგრამებენ. RMIT უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ხელოვნური კანი, რომლის საშუალებითაც, ელექტრონული მოწყობილობები ადამიანის მსგავსად მოახერხებენ რეაგირებას ტკივილის გამომწვევ ქმედებაზე. მათ შორისაა მექანიკური ზეწოლა და ტემპერატურის მატება. 

მოწყობილობა წელვადი და ძალიან თხელია. ის ოქსიდისა და ბიოშეთავსებადი სილიკონისაგან შედგება. მკვლევარ, ათურ რაჰმანის თქმით, გამოგონება შესაძლებელია გამოიყენონ პროთეზებზეც, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ამპუტირებულ კიდურებზე რეფლექსები დაუბრუნდებათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system