თავში

ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის ფიქრების წაკითხვა შეუძლია

ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის ფიქრების წაკითხვა შეუძლია
ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის ფიქრების წაკითხვა შეუძლია

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალ ნაშრომში თავიანთი უნიკალური კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელიც იძლევა ისეთი ხელოვნური ინტელექტის შექმნის შესაძლებლობას, რომელსაც ადამიანის ფიქრების ტექსტად გარდაქმნა 97 პროცენტიანი სიზუსტით შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას Nature Neuroscience ავრცელებს.

ექსპერიმენტის დროს დაკვირვება ხდებოდა ოთხ ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტზე, რომლებსაც შეტევების სიხშირის მონიტორინგის მიზნით ტვინში სპეციალური ელექტროდები ჰქონდათ იმპლანტირებული. დაკვირვების ფარგლებში პაციენტებს სთხოვეს რამოდენიმე წინადადება ხმამაღლა წარმოეთქვათ და გაემეორებინათ, რა დროსაც ელექტროდები ინიშნავდნენ ტვინში წარმოქმნილ ნეირონულ აქტივობას. მიღებული მონაცემებს ანალიზს უკეთებდა მკვლევართა მიერ შემუშავებული ხელოვნური „ნეირონული ქსელი“, რომელიც წინადადებების წარმოთქმის დროს წარმოქმნილი ნეირონული იმპულსების კანონზომიერებას ადგენდა.

მიღებული შედეგების საფუძველზე „ნეირონულმა ქსელმა“ შეძლო ტვინის იმპულსების ანალიზზე დაყრდნობით წინადადების წარმოთქმამდე გაეშიფრა დაკვირვებულთა იმპლანტებიდან წამოსული სიგნალები და 97% სიზუსტით გადაეყვანა ისინი ტექსტში. მეცნიერების აზრით ეს არის უდიდესი ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის მიერ ტვინის აქტივობის დეკოდირების სფეროში. ზოგადად მსგავსი შედეგების მისაღწევად ძველ ხელოვნურ ინტელექტს ათობით ათასი სიტყვის შესწავლა სჭირდებოდა. ახალმა ეს მხოლოდ 250 სიტყვისა და იმპლანტებისგან მიღებული სიგნალების ანალიზის ხარჯზე მოახერხა. მომავალში ეს მეთოდი შეიძლება გახდეს სამეტყველო პროთეზის შექმნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მეტყველება დაკარგული პაციენტებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system