თავში

NASA-მ კოსმოსური ტუალეტის შექმნისთვის კონკურსი გამოაცხადა

NASA-მ კოსმოსური ტუალეტის შექმნისთვის კონკურსი გამოაცხადა
NASA-მ კოსმოსური ტუალეტის შექმნისთვის კონკურსი გამოაცხადა

ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) დიზაინერებს მოუწოდა მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რომლის მიხედვითაც უნდა გამოავლინონ საუკეთესო ახალი თაობის კოსმოსური ტუალეტი. სააგენტო მთვარეზე ოთხწლიანი მისიისათვის ემზადება. სწორედ ამ მოგზაურობისათვის გახდა საჭირო ახალი ტექნოლოგიების გამოყენება. 

როგორც ცნობილია, კოსმოსური ტუალეტები უკვე არსებობს. თუმცა, აქამდე დამონტაჟებული მოწყობილობები თითქმის ნულოვან გრავიტაციაზე მუშაობდა. ახალი თაობის ტექნოლოგიამ კი გრავიტაციის მიღმაც უნდა შეძლოს ფუნქციონირება. 

კონკურსის პირობებში ტუალეტის ზომაცაა გათვალისწინებული. ის გაცილებით პატარა უნდა იყოს, ვიდრე მისი წინაბორბედები.

გამარჯვებული დიზაინერისთვის ჯილდო $20 000-ია დაწესებული. პრიზს მიიღებენ მეორე და მესამე ადგილზე გასული პირებიც: $10 000 და $5 000-ის ოდენობით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system