თავში

NASA-მ მთვარის კვლევის მიზნით იაპონიასთან შეთანხმება გააფორმა

NASA-მ მთვარის კვლევის მიზნით იაპონიასთან შეთანხმება გააფორმა
NASA-მ მთვარის კვლევის მიზნით იაპონიასთან შეთანხმება გააფორმა

NASA-მ და იაპონიამ, მთვარის შესწავლის მიზნით, Artemis-ის პროგრამაზე ერთობლივად მუშაობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.  ამის შესახებ განცხადებას NASA აქვეყნებს.

შეთანხმების თანახმად, იაპონია შეერთებულ შტატებს კოსმოსური სადგურის Gateway-ის შექმნაში დაეხმარება,  რომელიც ე.წ.  „გადაცემის წერტილის“ ფუნქციას შეასრულებს და კოსმოსურ ხომალდებს დედამიწიდან მარსამდე გაფრენაში დაეხმარება.

აპრილში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას მთვარის პროგრამის განახლების შესახებ, რომლის ფარგლებშიც NASA  2021 წელს მთვარეზე სატვირთო მისიებს გაგზავნის, ხოლო 2024 წლისთვის კი ასტრონავტები დაეშვებიან.

NASA-მ შემოიღო მთვარის საერთაშორისო კვლევითი სტანდარტები, რომელიც საშუალებას აძლევს ქვეყნებს ითანამშრომლონ და შექმნან "უსაფრთხო ზონები" მთვარის ბაზების გარშემო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system