თავში

NASA-მ სრულად ელექტრონული თვითმფრინავი შექმნა - PHOTO

NASA-მ სრულად ელექტრონული თვითმფრინავი შექმნა
NASA-მ სრულად ელექტრონული თვითმფრინავი შექმნა - PHOTO

NASA-მ სრულად ელექტრონული თვითმფრინავი შექმნა, რომელსაც 14 ძრავი ფრთებზე აქვს განლაგებული. ექსპერიმენტული საფრენი აპარატი X-57 Maxwell, ბოლო 20 წლის განმავლობაში გამოშვებული, პირველი X კატეგორიის თვითმფრინავია, რომელსაც პილოტი მართავს. აქამდე წარმოებული X აპარატები სრულად ავტონომიური იყო. 

"Maxwell-ში პილოტისთვის ადგილი იმიტომ გავითვალისწინეთ, რომ ჩვენი მფრინავები მაღალი კლასისანი არიან და კოსმოსური სააგენტო დიდ სარგებელს მიიღებს მათი ხომალდში ყოფნით", - განაცხადა NASA-ს მთავარმა ინჟინერმა შონ კლარკმა. 

X-57 იტალიური საფრენი აპარატის Tecnam P2006T-ის ბაზაზეა შექმნილი. მას გაუმჯობესებული კვების წყარო, ინსტრუმენტები, შემცირებული ზომის ფრთები და, ტრადიციული ორმაგი დგუშის ნაცვლად, ელექტრონული ძრავი აქვს ჩამონტაჟებული. 

მისი სახელი მე-19 საუკუნეში მცხოვრები ფიზიკოსის, ჯეიმს კლერკ მაქსველის საპატივცემულოდ შეირჩა. ის ელექტრომაგნეტიზის სპეციალისტი იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system