თავში

სანდერსი: ინტერნეტთან წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა

​სანდერსი: ინტერნეტთან წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა
სანდერსი: ინტერნეტთან წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა

აშშ-ის სენატორმა ბერნი სანდერსმა წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ყველა მოქალაქეს ინტერნეტთან წვდომა უნდა გაუმარტივდეს და ფასებიც დარეგულირდეს. გეგმის ბიუჯეტი 150 მლრდ დოლარს შეადგენს. მის თანახმად, დიდმა მედია და ტელეკომუნიკაციების კორპორაციებმა ბაზრის რეგულირება უნდა შეძლონ. სენატორის თქმით, ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს შორის უნდა განიხილებოდეს.

„პრეზიდენტმა რუზველტმა შეძლო ყველასთვის თანასწორი გარემოს შექმნა. 80 წლის წინ მან ელექტროენერგია თითოეულ ფერმასა და ოჯახში შეიყვანა. მეც, როგორც პრეზიდენტი, იგივეს გავაკეთებ. თითოეულ მოქალაქეზე ადაპტირებულ, მაღალი სიჩქარის ინტერნეტს მივაწვდი ყველას“, - განაცხადა ბერნი სანდერსმა.

ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის აშშ-ში რამდენიმე პროგრამა მუშაობს. პოლიტიკოსებიც დღის წესრიგში აქტიურად აყენებენ ამ საკითხს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system