თავში

სუპერმარკეტები პერსონალის გარეშე - შვედეთში ახალი სტარტაპი წამოიწყეს

სუპერმარკეტები პერსონალის გარეშე - შვედეთში ახალი სტარტაპი წამოიწყეს
სუპერმარკეტები პერსონალის გარეშე - შვედეთში ახალი სტარტაპი წამოიწყეს

შვედეთის სოფლებში რამდენიმე სუპერმარკეტი გაიხსნა, რომელსაც მომსახურე პერსონალი არ ჰყავს. იდეის ავტორი ემა ნილსონი და მისი მეუღლეა, რომლებსაც აქამდეც ჰქონდათ სავაჭრო ბიზნესი, თუმცა ბოლო პერიოდში გადაწყვიტეს სრულად შეეცვალათ მუშაობის ფორმა. 

რამდენიმე კონტეინერში მათ სასურსათო მაღაზია მოაწყეს, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეზე ადვილად ტრასპორტირებადია. მომხმარებელი საკუთარი სურვილისამებრ ირჩევს პროდუქციას და საფასურს სმარტფონით იხდის. 

სუპერმარკეტებს სპეციალური მობილური აპლიკაციაც აქვთ, სადაც ჩატვირთულია ასორტიმენტი ფასებთან ერთად. სწორედ ამ აპლიკაციის საშუალებით შეუძლია მსურველს, გააღოს კონტეინერი და საკუთარი სურვილისამებრ შეიძინოს პროდუქტი. 

"თავიდან ეს სიახლე უცნაურად გვეჩვენებოდა. მომხმარებელი მიუჩვეველია დაწესებულებას, სადაც არავინ გეტყვის გამარჯობას, თუმცა მალე ადამიანები შეეჩვივნენ ასეთი ფორმით ვაჭრობას. დღეში, საშუალოდ 400 მომხმარებელი სტუმრობს ჩვენს მაღაზიებს", - უთხრა ჟურნალისტებს სტარტაპის იდეის ავტორმა.

ბიზნესის ექსპერტებმა პროექტი შეაფასეს, როგორც "საცალო ვაჭრობის მომავალი".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system