თავში

ტოკიოს უნივერსიტეტმა გამოსაშვები საღამო რობოტების მეშვეობით გამართა - PHOTO

ტოკიოს უნივერსიტეტმა გამოსაშვები საღამო რობოტების მეშვეობით გამართა
ტოკიოს უნივერსიტეტმა გამოსაშვები საღამო რობოტების მეშვეობით გამართა - PHOTO

COVID-19-ის ეპიდემიის გამო მსოფლიო მასშტაბით დახურულია უნივერსიტეტები და სკოლები. მოსწავლეები და სტუდენტები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ და ლექციები ონლაინ პლატფორმების მეშვეობით უტარდებათ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უამრავი ქვეყანა კარანტინშია და სოციალური ცხოვრება მაქსიმალურად არის შეზღუდული, იაპონიის ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა სტუდენტებს გული არ დასწყვიტა და გამოსაშვები საღამო რობოტების გამოყენებით გამართა, რომელსაც თავად სტუდენტები მართავდნენ.

იაპონიის, ბიზნესის მიღწევების უნივერსიტეტმა ცერემონიის ჩასატარებლად "newme"-ს რობოტები გამოიყენა, რომელსაც სტუდენტები დისტანციურად აკონტროლებდნენ. მათ სახეზე პლანშეტები ჰქონდათ დამაგრებული, რომელშიც სტუდენტების სახეები ჩანდა. გამოსაშვები საღამო ქალაქ ჩიოდა-კუში, სასტუმრო "გრანდ პალასში" გაიმართა. 

ცერემონიალში ოთხი რობოტი მონაწილებდა, ხოლო დანარჩენი სტუდენტები ღონისძიებაში Zoom-ის მეშვეობით იყვნენ ჩართულნი.

"როდესაც ამ უნივერსიტეტში ჩავაბარე არ მიფიქრია, რომ დამამთავრებელ სერტიფიკატს რობოტის მეშვეობით მივიღებდი",- განაცხდა ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system