თავში

1 აგვისტოდან საუდის არაბეთი ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს შეუშვებს

​1 აგვისტოდან საუდის არაბეთი ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ
1 აგვისტოდან საუდის არაბეთი ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს შეუშვებს

1 აგვისტოდან საუდის არაბეთის საზღვრებს ხსნის ტურისტებისთვის, ვისაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა აქვს მიღებული. ინფორმაციას ქვეყნის ტურიზმის სამინისტრო ავრცელებს.

ვაქცინირებულ ტურისტებს სავალდებულო კარანტინი გავლა აღარ მოუწევს. ქვეყნის საზღვარზე მათ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ, რომელიც გამგზავრებამდე 72 საათით ადრეა ჩატარებული.

ბოლო ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საუდის არაბეთში კორონავირუსის 523,3 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. 8,2 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 9 აგვისტოდან საუდის არაბეთის დატოვების უფლება ექნება მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system