თავში

1 კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები 5,2 მილიონით გაიზარდა

1 კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები 5,2 მილიონით გაიზარდა
1 კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები 5,2 მილიონით გაიზარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 5,2 მილიონით გაიზარდა.

ჯანმო-ს ცნობით, მიმდინარე კვირაში მსოფლიოში ვირუსს 83 000 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული, COVID-19-ის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაფიქსირდა. 

ბოლო კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ინდოეთში, სადაც ეს მაჩვენებელი 64 პროცენტითაა მომატებული. 

მეორე ადგილზეა აშშ 477 000-ზე მეტი ახალი შემთხვევით, მესამეზეა ბრაზილია, სადაც ბოლო ერთ კვირაში 459 000-ზე მეტი ახალი ინფიცირებული აღრიცხეს.

ევროპაში ახალი შემთხვევების რიცხვი არ გაზრდილა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system