თავში

1 კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით 2 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა

​1 კვირაში მსოფლიოში
1 კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით 2 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო ერთ კვირაში  მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის 2 მილიონით გაიზარდა, დაიღუპა 37,7 ათასი ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კოროვირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე 31 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. დაღუპულთა რიცხვი 965,100-ს აჭარბებს.

გასულ კვირაში ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ინფიცირებულთა რიცხვი 38%-ით გაიზარდა. 27 %-ით გაიზარდა კორონავირუსით გამოწვეული ლეტალური შემთხვევები ევროპაში.

ინფიცირების მაჩვენებლების მიხედვით ლიდერთა სამეულში აშშ, ინდოეთი და ბრაზილია შედიან.

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების 204,118 შემთხვევა ფიქსირდება, ინფიცირებულთა რაოდენობა 7,004,768-ს აღწევს.

მეორე ადგილზეა ინდოეთი 5,487,580 შემთხვევით, გარდაცვლილია 87,909 პაციენტი.

ბრაზილია მესამე ადგილს იკავებს. აქ COVID-19-ის 4,544,629 შემთხვევაა დადასტურებული. ეპიდემიას 136,895 ადამიანი ემსხვერპლა.

მეოთხე ადგილზეა რუსეთი 1,103,399 შემთხვევით. აქ 19,418 ადამიანი გარდაიცვალა.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი 22,835,632 მილიონმა ადამიანმა დაამარცხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system