თავში

10, 000 შეტყობინება 5 წუთში - ნეიმარმა რიჩარლისონის ნომერი გაასაჯაროვა - PHOTO - VIDEO

10, 000 შეტყობინება 5 წუთში - ნეიმარმა რიჩარლისონის
10, 000 შეტყობინება 5 წუთში - ნეიმარმა რიჩარლისონის ნომერი გაასაჯაროვა - PHOTO - VIDEO

ბრაზილიელი ფეხბურთელი, ევერტონის ვარსკვლავი რიჩარლისონი თაყვანისმცემლებს მის ტელეფონზე ზარების განხორციელების შეწყვეტას სთხოვს, მას შემდეგ რაც ნეიმარმა მისი ტელეფონის ნომერი შემთხვევით ეკრანზე დააფიქსირა.

ევერტონის ვარსკვლავი რიჩარლისონი ამბობს, რომ მან ნომრის გამოქვეყნებიდან 5 წუთში WhatsApp-ში 10,000 შეტყობინება მიიღო.

"გენიალურია, ხუთ წუთში მე უკვე 10 000 შეტყობინება მქონდა. მადლობა ნეიმარს", - განაცხადა რიჩარლისონმა.

"ვფიცავ რომ ეს განზრახ არ გამიკეთებია, ეს შემთხვევით მოხდა. ახლა ნომრის შეცვლა მოგიწევს", - განაცხადა ნეიმარმა.

28 წლის ნეიმარს, რომელიც Counter-Strike-ს თამაშობდა, შესვენების დროს რიჩარლისონმა დაურეკა, რა დროსაც მან კამერის წინ ევერტონის ვარსკვლავის ნომერი აჩვენა. ტელეფონის გათიშვამდე მას თაყვანისმცემლებმა უამრავი შეტყობინება გაუგზავნეს.

რიჩარლისონმა, თაყვანისმცემლებს მიმართა: "გამარჯობა, ვინც დამირეკავს, დაბლოკილი იქნება, ამიტომ გთხოვთ ნუ დამირეკავთ", - დასძინა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system