თავში

10 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

10 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
10 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 12,294,117-ს შეადგენს. COVID-19-ს 555,531 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 3 ასიმპტომური მატარებელია. ჯამში COVID-19-ის 83 585 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 85 ათასამდე პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 755 779 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 69 184 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 42 619 შემთხვევა დადასტურდა, 1 220 ადამიანი გარდაიცვალა. მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 198 178-მდე გაიზარდა, 9054 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 395 შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა. 184 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 33 526-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში 730 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი უკვე 282 283 ადამიანს დაუდასტურდა. 29 129 ადამიანს ვირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა. 160 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 26,5 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 793 802 ადამიანს დაუდასტურდა. 21 604 პაციენტი გარდაიცვალა, 475 გასულ 24 საათში. 495 512 გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 52 043-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 819 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1345 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 18 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 24 800 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 557 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 30 903-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 546 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 11 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 177 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება. 18 709 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 6 635 ადამიანი დაინფიცირდა და 713 936-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 174 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 11 017-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 489 068 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 142 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 262-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 252 720 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 12 447 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 215 500-მდე გაიზარდა.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 22 990-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 292 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 14 093 პაციენტი. ხოლო 8 605 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system