თავში

10 მილიონამდე ბავშვს, შესაძლოა, სკოლის მიტოვება მოუწიოს

​10 მილიონამდე ბავშვს, შესაძლოა, სკოლის მიტოვება მოუწიოს
10 მილიონამდე ბავშვს, შესაძლოა, სკოლის მიტოვება მოუწიოს

მთელ მსოფლიოში სულ მცირე 9,7 მილიონი ბავშვი წლის ბოლომდე სკოლას მიატოვებს. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიის შედეგებია. შესაბამის ანგარიშს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Save the Children ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უღარიბესი ქვეყნების ნაწილში კორონავირუსის პანდემიის გამო, უახლოესი 1,5 წლის განმავლობაში ხარჯები განათლებაზე 77 მილიარდი დოლარით შემცირდება. ამის შედეგად, დაახლოებით 40 ქვეყანაში ბავშვები იძულებულები იქნებიან სკოლა მიატოვონ და დაბალკვალიფიციური შრომით დაკავდნენ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კრიტიკული სიტუაცია 12 ქვეყანაშია შექმნილი, რომელთა შორისაა იემენი, ავღანეთი და რამდენიმე აფრიკული სახელმწიფო.

დოკუმენტის ავტორები მთავრობებს მოუწოდებენ, განათლებაზე დამატებითი სახსრები გამოყონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system