თავში

10 საათით მანქანაში დატოვებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

​10 საათით მანქანაში დატოვებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა
10 საათით მანქანაში დატოვებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

მალაიზიაში, ქალაქ სანგაი მეტანიში 4 წლის გოგონა მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ბავშვმა ჩაკეტილ მანქანაში 10 საათი გაატარა.

გოგონა მამას მანქანის უკანა სავარძელში დაძინებული დარჩა. 30 წლის მამაკაცს, რომელიც სატვირთოს მძღოლად მუშაობდა, სამსახურში წასვლამდე შვილები მეთვალყურესთან უნდა დაეტოვებინა. ერთი ქალიშვილი მან ერთ ადგილას დატოვა, მეორე კი ბებიასთან და ბაბუასთან უნდა წაეყვანა. 4 წლის გოგოს ამ დროს მანქანის უკანა სავარძელში ეძინა და მამას ის დაავიწყდა. საღამოს სამსახურიდან წამოსულს გაახსენდა, რომ ბავშვი მანქანაში დარჩა. ადგილზე მისულ მამას შვილი გარდაცვლილი დახვდა. გოგონამ ჩაკეტილ სივრცეში თითქმის 10 საათი გაატარა. მამამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა, გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო. ბავშვის ცხედარი გამოკვლევისთვის საავადმოყოფში გადაასვენეს. მიმდინარეობს გამოძიება.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system