თავში

10 თვის ბავშვი, რომელმაც სარეცხი სითხე დალია, კომაშია

10 თვის ბავშვი, რომელმაც სარეცხი სითხე დალია, კომაშია
10 თვის ბავშვი, რომელმაც სარეცხი სითხე დალია, კომაშია

შოტლანდიაში 10 თვის ბავშვს, რომელმაც სარეცხი სითხე დალია, მუცლის ღრუს დამწვრობა და ფილტვების შეშუპება განუვითარდა. პატარა ბიჭი სიცოცხლეს ებრძვის. ამის შესახებ Mirror წერს.

ინციდენტის შემდეგ დედამ მცირეწლოვანი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, ბავშვი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს, ის კომაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

"ბავშვს სარეცხი სითხის დალევიდან 15 წუთში პირღებინება და დიარეა დაეწყო, მე არ ვიცოდი რა მექნა, უსუსურად ვგრძნობდი თავს. ექიმებმა და ექთნებმა მითხრეს რომ ბავშვი გადარჩება, მაგრამ არ იციან მის სრულად გამოჯანმრთელებას რა დრო დასჭირდება", - ამბობს ბავშვის დედა.

ექიმების თქმით, ბავშვის ფილტვები ისევ ლორწოთია სავსე, იმუნური სისტება მთლინად დაქვეითებულია, ამიტომ მის სხეულს ინფექციებთან ბრძოლა უჭირს.

დაზარალებული ბავშვის დედა სხვა მშობლებს მიმართავს, რომ საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ, რომ მსგავსი შემთხვევა თავიდან აიცილონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system