თავში

100 დღე ტაილანდში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა

​100 დღე ტაილანდში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა
100 დღე ტაილანდში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა

ტაილანდში 100 დღიანი პაუზის შემდეგ, კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა ისევ დაფიქსირდა. ის 37 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია არა აქვს. ვირუსი არ აღმოაჩნდა მამაკაცის ახლო გარემოცვიდან არავის. პანდემიის პირობებში ჩაკეტილი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმზე, საზღვრების გახსნის სხვა და სხვა სქემაზე მუშაობს, თუმცა ეძებს გზებს, რომ ვირუსის ახალი ტალღა თავიდან აიცილოს.

მარტის შემდეგ ჩაკეტილი ტაილანდი პირველი ქვეყანაა, სადაც პანდემია ჩინეთის გარეთ გავრცელდა. კორონავირუსი ტაილანდში ჩინელმა სტუდენტმა 13 იანვარს ჩაიტანა. ქვეყანა თავიდან საზღვრების ჩაკეტვას არ აპირებდა, თუმცა, როდესაც შემთხვევებმა1000-ს გადააჭარბა, მან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა და ქვეყანაში შესვლა და გასვლა აკრძალა.

იზოლაციამ ტაილანდს სერიოზული ეკონომიკური ზარალი მიაყენა. ქვეყანა საზღვრის გახსნის ექსპერიმენტულ მოდელზე ფიქრობს, რომლის საფუძველზეც ტურისტებს ქვეყანაში შესვლა გარკვეული პროგრამის ფარგლებში შეეძლებათ. პროექტი სახელწოდებით "უსაფრთხო და ჩაკეტილი" ტურისტების ქვეყნის ყველაზე დიდ კუნძულ ფუკეტზე შეშვებას გულისხმობს. ისინი 14 დღეს გარკვეულ კურორტზე გაატარებენ, შემდეგ კი უკან დაბრუნდებიან. ეს ტურისტებს კარანტინში ყოფნის აუცილებლობისგან გაათავისუფლებს და ქვეყანასაც ვირუსის გავრცელებისგან დაიცავს. ამ მოდელის გამართლების შემთხვევაში, ტაილანდი მის გაფართოებას გეგმავს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system