თავში

101 წლის იტალიელმა კორონავირუსი დაამარცხა

​101 წლის იტალიელმა კორონავირუსი დაამარცხა
101 წლის იტალიელმა კორონავირუსი დაამარცხა

იტალიაში 101 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა. მან საავადმყოფო დღეს დატოვა. ამის შესახებ ქალაქ რიმინის ვიცე-მერმა, გლორია ლესუმ განაცხადა.

"ბატონი პ. რიმინიდან 1919 წელს დაიბადა, სხვა ტრაგიკული მსოფლიო პანდემიის დროს. მან ყველაფერი ნახა: შიმშილი, ტკივილი, პროგრესი, კრიზისი და აღდგომა. როდესაც 100 წელს გადააბიჯა, განგებამ ახალი გამოწვევის წინ დააყენა, რომელიც ერთდროულად უხილავი და საშინელია", - განაცხადა ლესუმ.

ვიცე-მერის თქმით, მან დღეს დილით შეიტყო, რომ პაციენტი გაწერეს და ოჯახმა ის სახლში წაიყვანა.

"ყველა ჩვენთვის მომავლის იმედი ადამიანის ორგანიზმშია, რომელიც 100 წელზე მეტისაა, იმ დროს, როდესაც ამ კვირის სევდიანი ქრონიკები ვირუსის შესახებ ყოველ დღე გვამცნობს, რომელიც განსაკუთრებით უტევს ასაკოვან ადამიანებს. მან ეს გააკეთა. ბატონმა პ.-მ ეს გააკეთა. ასწავლა, რომ 101 წლის ასაკშიც კი მომავალი წინასწარ განსაზღვრული არ არის", - განაცხადა მან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system