თავში

107 წლის ქალმა დღეგრძელობის საიდუმლო გააზიარა

​107 წლის ქალმა დღეგრძელობის საიდუმლო გააზიარა
107 წლის ქალმა დღეგრძელობის საიდუმლო გააზიარა

107 წლის რენე გლოვერი, რომელიც ინგლისის დარლინგტონის საგრაფოში ყველაზე ასაკოვან ქალბატონად ითვლება, დღეში 13 ჭიქა ჩაის სვამს და აცხადებს, რომ სწორედ ესაა მისი დღეგრძელობის საიდუმლო. ამის შესახებ გამოცემა DailyStar წერს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გენეტიკაა, მაგრამ ბებია ამბობს, რომ ეს ჩაის ყოველდღიური მოხმარების გამო ხდება", - განაცხადა გლოვერის შვილიშვილმა, სარა რენვიკმა.

მისი თქმით, რენე შესანიშნავად მღერის და გარშემომყოფებს იუმორით ახალისებს.

"ის ძალიან სასაცილოა", - დასძინა შვილიშვილმა.

რენე გლოვერი ფროსტერლიში დაიბადა. მამამისი პოლიციელი, დედა კი ბაგას მედდა იყო. 19 წლის ასაკში ის ედვინ გლოვერს გაჰყვა ცოლად. ამ დროს ის სასურსათო მაღაზიაში დამხმარედ მუშაობდა, ედვინი კი ავტობუსის მძღოლი იყო. წყვილს გოგონა შეეძინა. ედვინი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო 5 წელია ის დარლინგტონის მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system