თავში

11 გერმანელი ტერორისტული აქტების შეთქმულებისთვის დაადანაშაულეს

11 გერმანელი ტერორისტული აქტების შეთქმულებისთვის დაადანაშაულეს
11 გერმანელი ტერორისტული აქტების შეთქმულებისთვის დაადანაშაულეს

გერმანიის ფედერალური პროკურორების განცხადებით,11 გერმანელ მამაკაცს მემარჯვენე ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებენ. ცნობილია, რომ ისინი მუსულმანებზე თავდასხმებსა და მკვლელობებს გეგმავდნენ. ასევე მათ ქვეყანაში არეულობის შექმნა და საბოლოოდ გერმანიის მთავრობის დამხობა სურდათ. სასამართლოს განცხადებით მე-12 ბრალდებული ჯგუფის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ ABC News წერს.

პროკურორების თქმით, ტერორისტებმა ვერნერ ს.-ს და ტონი ე.-ს ხელმძღვანელობით 2019 წლის სექტემბერში ორგანიზაცია "Group S" შექნეს.

შტუტგარტის შტატის სასამართლომ შვიდი ეჭვმიტანილი იარაღის უკანონო ტარებისთვისაც გაასამართლა.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჯგუფი რამდენჯერმე გეგმების განხილვისთვის კერძო ადგილებში შეიკრიბა. ასევე ცნობილია, რომ ტერორისტები ტელეფონისა და ინტერნეტ სივრცის საშუალებით ახერხებდნენ საუბარს. მათი თქმით, დაჯგუფების ხელმძღვანელი წევრებს იარაღის სწორად გამოყენებასა და სროლას ასწავლიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system