
11 იანვარს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება.
რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების შესრულებასა და რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განიხილონ.