თავში

11 ქვეყანა, სადაც ოფიციალურად COVID-19-ის არცერთი შემთხვევა დადასტურებულა

11 ქვეყანა, სადაც ოფიციალურად COVID-19-ის არცერთი შემთხვევა
11 ქვეყანა, სადაც ოფიციალურად COVID-19-ის არცერთი შემთხვევა დადასტურებულა

გაერო-ს ოფიციალური მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემია 193 ქვეყანაში ვრცელდება. დაუჯერებელია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევები გამოვლენილი ჯერ კიდევ არ არის.

მსოფლიოში ამ დროისათვის 11 ქვეყანა არსებობს, სადაც ოფიციალურად კრონავირუსის არცერთი შემთხვევა დადასტურებულა. ესენია:

1. ჩრდილოეთ კორეა - ჩრდილოეთ კორეის მთავრობას დღემდე კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევის შესახებ არ განუცხადებია. ქვეყანამ, დანარჩენ მსოფლიოსთან საზღვრები იანვარში ჩაკეტა და ყველა პირისთვის, ვინც ქვეყნის საზღვრებს გადმოკვეთდა, სავალდებულო კარანტინი დააწესა.

2. თურქმენეთი - თურქმენეთში კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. ქვეყანამ საზღვრები ჯერ კიდევ თებერვალში ჩაკეტა და ფრენები გააუქმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში სიტყვა "კორონავირუსი" აიკრძალა და რეალური ვითარება ოფიციალურ მონაცემებს არ შეესაბამება, თუმცა ეს ცნობა დადასტურებული არ არის.

3. ვანუატუ - წყნაროკეანური სახელმწიფო მელანეზიაში. კუნძულ ვანუატუზე საგანგებო მდგომარეობა მარტის დასაწყისში გამოაცხადა და ის 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

4. სამოა - სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთში. კუნძულმა საგანგებო მდგომარეობა მარტში გამოაცხადა და საზღვრები დახურა.

5. კირიბატი - წყნაროკეანური სახელმწიფო მიკრონეზიაში. კირიბატში ჩასულთათვის ორკვირიანი კარანტინის გავლა სავალდებულოა.

6. მიკრონეზიის ფედერალური შტატები - მიკრონეზიის ფედერალურმა შტატებმა საგანგებო მდგომარეობა COVID-19-ის გავრცელების ადრეულ ეტაპზე გამოაცხადა.

7. ტონგა - სახელმწიფო-არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ტონგაში საგანგებო მდგომარეობა მარტიდან გამოცხადდა.

8. მარშალის კუნძულები - წყნაროკეანური სახელმწიფო მიკრონეზიაში. 

9. პალაუ - კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში. 

10. ტუვალუ - სახელმწიფო წყნარ ოკეანეში. კუნძულ ტუვალუზე, რომელსაც თითქმის 12,000-იანი მოსახლეობა ჰყავს, კორონავირუსის შემთხვევები დღემდე არ გამოვლენილა. 

11. ნაურუ - ჯუჯა კუნძული-რესპუბლიკა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.

BBC-ის ცნობით, ჩრდილოეთ ამერიკაში არსებობს ადგილი, სადაც კორონავირუსი შემთხვევები არ დადასტურებულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system