თავში

11 წლის აქტივისტს, რომელსაც სიკვდილით დაემუქრნენ, გაერო-მ სიგელი პირადად გადასცა

11 წლის აქტივისტს, რომელსაც სიკვდილით
11 წლის აქტივისტს, რომელსაც სიკვდილით დაემუქრნენ, გაერო-მ სიგელი პირადად გადასცა

ფრანცისკო ვერა 11 წლის კოლუმბიელი ბიჭია, რომელსაც კორონაპანდემიის პირობებში ყველა ბავშვებისთვის სწავლაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და უკეთესი განათლება სურს. იგი ასევე გარემოს აქტიური დამცველია და ეკოლოგიურ კამპანიებში ხშირად ღებულობს მონაწილეობას.

მას შემდეგ, რაც მოზარდმა სოციალურ ქსელში ხელისუფლებისადმი ვიდეომიმართვა გააგზავნა, მოსწავლეებისათვის ინტერნეტზე წვდომის გაუმჯობესებას ითხოვდა, მან მუქარის შემცველი გზავნილი მიიღო.

სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში ნოვატორული საქმიანობისა და გამოჩენილი სიმამაცისთვის მოზარდს გაერო-ს წარმომადგენელმა  სიგელი პერსონალურად გადასცა.

11 წლის ფრანცისკო საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ იგი მიესალმება ჯანსაღ კრიტიკას, თუმცა სასტიკი მუქარა მისთვის მიუღებელია. მოზარდთან დაკავშირებულ ინციდენტს კოლუმბიაში, სადაც აქტივისტების მკვლელობის არა ერთი შემთხვევა ფიქსირდება, საზოგადეობის აღშფოთება მოჰყვა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სისასტიკე და შეუწყნარებლობა კოლუმბიაში ახალ საფეხურზე ავიდა.

ფრანცისკო ვერასადმი გაგზავნილ წერილს ხელს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაჩელეტი აწერს. წერილში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია მადლობას უხდის ფრანცისკოს მისი აქტივიზმისთვის, პლანეტას ესაჭიროება მისნაირი მოზარდები და მთელი მსოფლიოს ბავშვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ უკეთესი წვდომა ინტერნეტზე. წერილი ფრანცისკოს კოლუმბიაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა  გადასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system