თავში

11 წლის ბიჭმა მასწავლებელი მოკლა და თავი მოიკლა - PHOTO

11 წლის ბიჭმა მასწავლებელი მოკლა და თავი მოიკლა
11 წლის ბიჭმა მასწავლებელი მოკლა და თავი მოიკლა  - PHOTO

მექსიკის ქალაქ ტორეონში, სერვანტესის სახელობის კოლეჯში, 11 წლის მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 60 წლის მასწავლებელი ქალი მარია ასაფ მედინა, შემდეგ კი თავი მოიკლა. 

სროლის შედეგად ასევე დაიჭრა 40 წლის მასწავლებელი და 7-8 წლის ასაკის 5 მოსწავლე. 

პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული შესაძლოა ერთ-ერთ ვიდეოთამაშს უკავშირდებოდეს, რომელიც მაღალკალიბრიანი იარაღით მკვლელობის სიმულაციაზეა აგებული. დანაშაულის ჩადენის დღეს მოსწავლეს სწორედ აღნიშნული ვიდეოთამაშის აპლიკაციით ეცვა მაისური. 

გაკვეთილის მსვლელობისას მან მასწავლებელს საპირფარეშოში გასვლა სთხოვა. იმის გამო, რომ მოსწავლემ გაკვეთილზე 15 წუთზე მეტ ხანს დაიგვიანა, მასწავლებელი თავად წავიდა მის მოსაძებნად. მარია მედინა მას სკოლის დერეფანში შეხვდა. ბიჭს ხელში ორი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. მან მასწავლებლის მიმართულებით გაისროლა.  მედინა ადგილზე გარდაიცვალა.

რაც შეეხება მეორე მასწავლებელს, ის მხარშია დაჭრილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system