თავში

11 წლის გოგონა პარლამენტში ავტომატით მივიდა

​11 წლის გოგონა პარლამენტში ავტომატით მივიდა
11 წლის გოგონა პარლამენტში ავტომატით მივიდა

ამერიკის შტატ აიდაჰოში 11 წლის ბეილი ნილსენი პარლამენტში საჯარო მოსმენებზე ავტომატით მივიდა. ამის შესახებ AP წერს. 

მოზარდმა შენობაში AR-15 მიიტანა. ის ბაბუას, ჩალზს ნილსენს ახლდა თან.

ისინი მხარს უჭერენ კანონპროექტს, რომელიც აიდაჰოში რეგისტრირებულ ამერიკელებს იარაღის ტარების უფლებას აძლევს.

ბაბუისა და შვილიშვილის თქმით, ამით მათ სურდათ ეჩვენებინათ, რომ საზოგადოებას ცეცხლსასროლი იარაღის არ უნდა ეშინოდეს.

"ბეილი 5 წლის ასაკიდან ისვრის. პირველი ირემი მან ამ იარაღით 9 წლის ასაკში მოხდა. გოგონა პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და იცის, რომ ჩახმახზე თითი არ უნდა ეჭიროს", - განუცხადა ჩარლზმა კანონმდებლებს.

ამჟამად შტატში იარაღის ტარება 18 წლიდანაა ნებადართული, ოღონდ მხოლოდ აიდაჰოს რეზიდენტებისთვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system