თავში

11 წლის გოგონა რელიგიური ფანატიკოსი მშობლების მსხვერპლი გახდა

11 წლის გოგონა რელიგიური ფანატიკოსი მშობლების მსხვერპლი გახდა
11 წლის გოგონა რელიგიური ფანატიკოსი მშობლების მსხვერპლი გახდა

უბატუბაში, ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილში, რელიგიური ფანატიკოსი დედა და მამინაცვალი 11 წლის გოგონას პეროლა პირესს აწამებდნენ, შემდეგ კი მოკლეს. გოგონა ამ საშინელ ემოციებს დღიურს უზიარებდა, რომელიც, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე იპოვა. მას იძულებითი მარხვის, ლოცვისა და ინტენსიური ვარჯიშის სასტიკი რეჟიმის აღსაწერად 300 გვერდი დასჭირდა. 

გოგონა დღიურს ანდობს, რომ მთელი დღის განმავლობაში წყლისა და საჭმლის გარეშე ყოფნა უწევდა, იძულებული იყო გაეკეთებინა რიტუალებისა და ლოცვისთვის საჭირო მოძრაობები. პეროლა იმდენად დაუძლურდა, რომ 5 თვის განმავლობაში სკოლაშიც ვერ დადიოდა, რადგან სახლიდან გასვლაც აღარ შეეძლო. 

დაზარალებულის დედას, 26 წლის ალინს და მამინაცვალს, 47 წლის ენერის, ბავშვის ფიზიკური შეურაცხყოფისა და მისი ტრაგიკული სიკვდილის გამოწვევის ფაქტზე ბრალი წაუყენეს. მსხვერპლის 8 წლის ძმა თავშესაფარშია გადაყვანილი და სავარაუდოდ, მას გააშვილებენ. 

მთავარმა გამომძიებელმა, რიკარდო მამედემ FocusOn News- ს განუცხადა: ”დედინაცვალს აქვს ძლიერი რელიგიური მრწამსი და ის თვლიდა, რომ ბავშვებს დახმარება სჭირდებოდათ, რომ ღვთის შიში უფრო ჰქონოდათ და საკუთარი თავი განეწმინდათ.“ 

გაკვეთის შემდეგ დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი ცილოვანი კალორიების ნაკლებობა და გახშირებული შიმშილი იყო.

პოლიციამ განაცხადა: ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გოგონას არ განუცდია გრძელვადიანი წამება და ის ორდღიანი შიმშილის შემდეგ გარდაიცვალა. მაგრამ არსებობს იმის მანიშნებლები, რომ იგი თვეების მანძილზე შიმშილობდა“.

პოლიცია აცხადებს, რომ დღიურის ნახვამ დედა მენტალურად მოტეხა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system