თავში

117 წლის თურქმა ქალმა ჯარისკაცებისთვის 115 წყვილი წინდა მოქსოვა

117 წლის თურქმა ქალმა ჯარისკაცებისთვის 115 წყვილი წინდა მოქსოვა
117 წლის თურქმა ქალმა ჯარისკაცებისთვის 115 წყვილი წინდა მოქსოვა

117 წლის ქალმა, რომელიც თურქეთში ქალაქ იალოვას რაიონში ცხოვრობს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს 115 წყვილი ნაქსოვი წინდა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ხელით შესრულებული ნამუშევარი იმ ბაზის სამხედრო პირებს გადაეცათ, რომლებსაც სამუშაოს შესრულება რთულ ამინდში უწევთ. ჯარისკაცებს ბებიის წერილიც წაუკითხეს, სადაც იგი მხარს უჭერს და ლოცავს მათ.

სამხედროები რეგიონში ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ თავიანთ საქმიანობას თბილ ნაქსოვ წინდებში განაგრძობენ.

თურქეთის ეროვნულმა თავდაცვის სამინისტრომ ბებიას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მას ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system